Powered By Blog Gadgets

პარლამენტში „პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" ინიციატივა განიხილეს » Droanews.ge






სტატია კატეგორიიდან: პოლიტიკა

პარლამენტში „პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" ინიციატივა განიხილეს

პარლამენტში „პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" ინიციატივა განიხილესდღეს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე მესამე მოსმენით განიხილეს საქართველოს პარლამენტის წევრის, თამაზ ავდალიანის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონის პროექტი „პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ.“ კანონპროექტით იმ პირთა წრე ფართოვდება, რომელთა სახელზე ბრალდებულის ან მსჯავრდებულის მიერ გაგზავნილი განცხადების, მოთხოვნისა და საჩივრის შეჩერება და შემოწმებაც ეკრძალება ადმინისტრაციას. ასევე იმ პირთა წრის გაფართოება ხდება, რომელსაც უფლება აქვს ისარგებლოს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლებით. ადმინისტრაციას ეკრძალება შეაჩეროს ან შეამოწმოს პრეზიდენტის, პარლამენტის თავმჯდომარის, პრემიერ-მინისტრის, პარლამენტის წევრის, სასამართლოს, ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს, საერთაშორისო ორგანიზაციის, სამინისტროს, დეპარტამენტის, სახალხო დამცველის, დამცველის, პროკურორის სახელზე გაგზავნილი განცხადება, მოთხოვნა და საჩივარი.
კომიტეტის სხდომაზე განიხილეს ასევე საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ. ცვლილებები აღნიშნულ კანონს საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოიყვანს.
ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებებისა და MONEYVAL-ის რეკომენდაციების შესაბამისად ტერორისტული დანაშაულების სრულად კრიმინალიზაცია ხდება. აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები შედის, რომელიც დეპუტატებმა კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე განიხილეს.




მსგავსი სტატიები

კომენტარები